ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აშშ-ს სამხედრო კამპანია სრულდება


ერაყში აშშ-ს სამხედრო კამპანია სრულდება

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, დამოუკიდებელი და სუვერენული ერაყის ოცნება ახლა უკვე რეალობაა. პანეტამ ამის შესახებ ბაღდადში გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, რომელიც ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანას მიეძღვნა.

„ეს არის უაღრესად ისტორიული მოვლენა, როგორც ერაყელი ასევე ამერიკელი ხალხისთვის. გაღებული მსხვერპლისადმი პატივის მიგება ვერც სიტყვით და ვერც ცერემონიით ვერ იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა პანეტამ.

როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ამერიკის სამხედრო ნაწილებმა ერაყის ტერიტორია უნდა დატოვონ. ამჟამად ერაყში 4000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ომის დასაწყისში კი მათი რიცხვი 170 ათასი იყო.

პანეტას თქმით, ამერიკელმა ჯარისაცებმა იციან, რომ ერაყელი ხალხი იწყებს ახალ ერას თავის ისტორიაში, რომელიც იქნება თავისუფლების პერიოდი და ერაყელებს აქვთ მშვიდობის და კეთილდღეობის იმედი.

XS
SM
MD
LG