ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ირანის ნავთობის იმპორტიორებთან


ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ირანის ნავთობის იმპორტიორებთან
ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ირანის ნავთობის იმპორტიორებთან

შეერთებული შტატები ირანის ნავთობის ყველაზე მსხვილ იმპორტიორებთან - მათ შორის სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან - მოლაპარაკებებს აწარმოებს და მათ ირანისგან ნაყიდი ნავთობის რაოდენობის შემცირებას სთხოვს. ეს ნაბიჯი თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას ისახავს მიზნად.

სამხრეთ კორეის ოფიციალური დელეგაცია დღეს ვაშინგტონში იმყოფება ამერიკის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გასამართად. შეხვედრებზე გადაწყდება თუ რა რაოდენობით უნდა შეამციროს სეულმა ირანიული ნავთობის იმპორტი. ამჟამად, სამხრეთ კორეა ნავთობის მოთხოვნილების 10 პროცენტს ირანული ნავთობით ავსებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის შეამცირებს თუ არა ტოკიო ირანული ნავთობის იმპორტს. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG