ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციის ცერემონიალი დღეს სრულდება


ბარაკ და მიშელ ობამები ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ ტრადიციულ წირვას დაესწრებიან

კაპიტოლიუმის საფეხურებზე გამართულ ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალზე ამერიკის პრეზიდენტი ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერს და დედაქალაქის სტუმარს პროგრესული იდეების დანერგვას მეორე ვადის განმავლობაშიც დაპირდა. ერთობისკენ მოწოდებასთან ერთად, პრეზიდენტმა ობამამ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა და საიმიგრაციო რეფორმა.

საზეიმო ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ჯერ თეთრი სახლის წინ გამართულ ტრიუმფალურ აღლუმში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ტრადიციულად, ორ საინაუგურაციო მეჯლისზე იცეკვა. დღეს პრეზიდენტი ობამა საინაუგურაციო ცერემონიალს ოჯახთან ერთად ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე დაასრულებს. ისტორიულ ტრადიციას რამდენიმე ათეული წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ვაშინგტონში გამართულ საზეიმო წირვას მთელი ქვეყნის სასულიერო ლიდერები დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG