2012 წლის ივნისში პრეზიდეტმა ობამამ აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა. ანუ ბრძანებულება, რომელსაც კანონის ძალა აქვს და რომელიც ფედერალურ დონეზე შემდგომ განხილვას და დამტკიცებას არ ექვემდებარება. დადგენილების მიხედვით, 30 წლამდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს, რომლებიც შტატებში მშობლებმა მცირეწლოვან ასაკში შემოიყვანეს, სტატუსი ეცვლებათ და მათ შესაძლებლობა ექნებათ ლეგალური სტატუსისთვის დაწესებული პრივილებიებით ისარგებლონ. კერძოდ, წარჩინებულ მოწაფეებს საჯარო კოლეჯში შტატის ხელისუფლება დაააფინანსებს. მათ ასევე შეუძლიათ აიღონ კრედიტი საუნივერსიტეტო განათლებისთვის და სასწავლო კრედიტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის შეღავათით ისაგებლონ.
თუმცა, „ოცნების აქტად“ წოდებულ პრეზიდენტის განკარგულებას ზოგიერთ შტატში ადგილობრივი ხელისუფლება აპროტესტებს. მათ შორისაა მერილენდის შტატიც. მერილენდში მალე საგანგებო რეფერენდუმი ჩატარდება, რომელიც არალეგალური სტატუსის მქონე ახალგაზრდების ბედს გადაწყვეტს.
ივეტ რომანი წარმოშობით პერუელია. ის ძალიან პატარა იყო, როცა მშობლებმა არალეგალურად შეერთებულ შტატებში ჩამოიყვანეს. მერილენდში გაიზარდა, შემდეგ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოეწყო.
„სიხარულით გაოგნებული ვიყავი! მეგონა ოცნებას ავისრულებდი და ამერიკაში უნივერსიტეტს დავამთავრებდი,“ - ამბობს ის.
ივეტის ოცნების ასრულება მერილენდის შტატის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა და საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარ მოქალაქეებს მიანდო. „ოცნების აქტის“ მიხედვით ივეტის, როგორც წარჩინებული სტუდენტის უმაღლესი განათლების საფასური ადგილობრივ მმართველობას უნდა გადაეხადა. შტატის კანონმდებლებმა დადგენილება ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან გამოიტანეს, მაგრამ მოგვიანებით, განახლებული დებატების ფონზე გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მიიღეს.
„აღშფოთებული ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. სხვა გზების ძებნა ვცადე, რათა სწავლის საფასური როგორმე გადამეხადა, მაგრამ - უშედეგოდ. ამაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი მდომებია, ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია“ - ამბობს ივეტი.
ენ კაიზერი, შტატის კონგრესის წევრი აღნიშნავს, რომ თავად კანონიც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე სხვა შტატებში მოქმედი მისი ანალოგები:
“ჩვენ კანონი გავამკაცრეთ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ. ისინი წესიერად ცხოვრობდნენ, სხვებზე მეტი მონდომებით სწავლობდნენ, შრომობდნენ და ერთადერთი, რასაც დღეს ითხოვენ, ეს არის სწავლის გაგრძელება და პროფესიის შეძენა“ - ამბობს ის.
კანონის მოწინააღმდეგეები ენ კაიზერს კატეგორიულად არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ შტატი არ არის ვალდებული იმ ადამიანების შვილები დააფინანსოს, რომლებსაც ფარული შემოსავალი ჰქონდათ და რომელთაც ათეულობით წლის მანძილზე შტატის ხაზინაში გადასახადები არ შეჰქონდათ. მით უმეტეს, რომ სწორედ გადასახადებიდან შემოსული ფულით ხდება მათი უმაღლესი განათლების დაფინანსება.
„ეს კანონდარღვევას შეუწყობს ხელს და მომავალ დარღვევებს წაახალისებს. ფუნდამენტური უსამართლობაა მათთვის, ვინც მთელი ცხოვრება წესიერად ცხოვრობს, ლეგალური სტატუსით მუშაობს და შემოსავლის დიდ ნაწილს გადასახადებში იხდის“ - აცხადებს კრისტინ უილიამსონი. ის ამერიკული საიმიგრაციო რეფორმის ფედერაციაში მუშაობს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მხოლოდ მერილენდის შტატს კანონის ამოქმედების შედეგად სულ ცოტა 3 ათასი სტუდენტის განათლების სუბსიდირება მოუწევს.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ივეტ რომანს და ათასობით მისნაირ ახალგაზრდას ერთადერთი შეღავათი აქვთ. მათ შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურისგან ქვეყანაში ორწლიანი ცხოვრების და მუშაობის უფლება ენიჭებათ. თუმცა, ივეტი ამბობს, რომ იმედი ჯერ არ დაუკარგავს და კვლავ კოლეჯის დამთავრებაზე, წარმატებულ კარიერაზე და ამერიკის მოქალაქეობაზე ოცნებობს.