ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ზოგიერთ შტატში საიმიგრაციო რეიდები ტარდება უსაბუთო იმიგრანტების გამოსავლენად


შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გასულ კვირაში მისისიპის შტატში ჩატარებული რეიდები გაამართლა, რომლებიც ასობით უსაბუთო იმიგრანტის გამოსავლენად მოეწყო. თუმცა მან ასევე აღიარა, რომ დაკავებების „დრო უხერხულად შეირჩა“, ელ-პასოში მომხდარი მასობრივი მკვლელობიდან სულ რამდენიმე დღეში, სადაც მკვლელმა სამიზნედ ლათინო-ამერიკელები შეარჩია და 22 მათგანი მოკლა.

კევინ მაკელინანმა ტელეკომპანია „ენ ბი სი“-ს უთხრა, რომ ხუთ კომპანიაში ჩატარებული რეიდების დროს 680 მიგრანტი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, 200 მათგანს წარსულში დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და შესაბამისად, მათი მშობლიურ ქვეყნებში დეპორტაცია მოხდება.

მან თქვა, რომ მეტწილად ბავშვების მოვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, 32 ადამიანი დაკავებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო დღის განმავლობაში კი 270 დაკავებული გაათავისუფლეს.

იმიგრაციის და საბაჟო კონტროლის სააგენტოს, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილია, აქვს წესი, რომ მიგრანტი მუშების დაპატიმრებამდე გამოიძიოს ის კომპანიები, რომლებიც უსაბუთო იმიგრანტების დაქირავებას ახდენენ.

მაკელინანმა თქვა, რომ ამ მუშახელის დაქირავებით, კომპანიებმა „რა თქმა უნდა“ დანაშაული ჩაიდინეს.

მან ასევე თქვა, რომ „ამ საქმეს გაგრძელება მოჰყვება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG