ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზოგიერთმა შტატმა ამერიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა


შეერთებული შტატების 19 შტატის და კოლუმბიის ოლქის მთავარმა პროკურორებმა სარჩელი შეიტანეს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის წინააღმდეგ, შეცვალონ დიდი ხნის განმავლობაში არსებული წესი, რომლითაც მიგრანტი ბავშვების დაკავების ხანგრძლივობა განისაზღვრება. შტატები ცდილობენ შეინარჩუნონ 1997 წელს მიღწეული სასამართლო შეთანხმება, რომელიც ცნობილია როგორც „ფლორესის შეთანხმება“. შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას იმიგრანტი ბავშვების დაკავება მხოლოდ 20 დღეზე ნაკლები დროით შეუძლია. შეთანხმება ასევე აწესებს უსაფრთხოების და სანიტარული მდგომარეობის მინიმალურ პირობებს, რომელსაც დაკავების დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდეს.

ადმინისტრაციას სასამართლო ზედამხედველობის გაუქმება და ახალი რეგულაციების შემოღება სურს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მიგრანტი ოჯახები თითქმის უსასრულო ვადით დააკავოს.

ადმინისტრაციაში მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეები ამბობენ, რომ დაკავების ვადის შეზღუდვა უკანონო მიგრანტებს ახალისებს, შეერთებულ შტატებში შემოსვლის დროს ბავშვები თან იყოლიონ. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალი რეგულაცია დაუპირისპირდება იმ რწმენას, რომ შეერთებულ შტატებში ბავშვებით შემოსვლა ერთგვარი „პასპორტია“ იმისთვის, რომ ხანმოკლე დაკავების შემდეგ უკანონო იმიგრანტები გაათავისუფლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG