ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო რეფორმა ამერიკაში


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნევადაში საიმიგრაციო რეფორმაზე ისაუბრებს

პრეზიდენტი ობამა დღეს განცხადებას მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმის შესახებ გააკეთებს. ორშაბათს გავლენიანი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორებისგან შემდგარმა ჯგუფმა პირველმა გაახმოვანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს.

ამერიკის პრეზიდენტი სიტყვით ნევადაში გამოვა. შტატი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც იმიგრაციის პრობლემა ქვეყანაში ყველაზე მეტად ეხება. ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან იმიგრირებული ჯგუფები პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან წინასაარჩევნოდ დადებული პირობა არ შეასრულა და პირველივე ვადაში არ გაატარა საიმიგრაციო რეფორმა.
XS
SM
MD
LG