ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები იარაღის შესახებ


Gun Control NRA
აშშ-ის ეროვნული იარაღის ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი ორგანიზაცია იარაღის ქონაზე შეზღუდვების დაწესებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვეინ ლაპიერემ ტელეკომპანია "ენბისის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იარაღი თავდაცვიის საშუალებაა, ხოლო მასთან დაკავშირებული პრობლემა კი ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას უკავშირდება. ლაპიერემ გააკრიტიკა ამერიკული მედია და მისი განცხადებით, კრიმინალური ვითარების გაუარესების წყარო ძალადობრივი ფილმები და ვიდეოთამაშებია. მის საპასუხოდ, იმავე გადაცემაში ნიუ-იორკის სენატორმა ჩარლზ შუმერმა აღნიშნა, რომ იარაღით გამოწვეულ ძალადობაზე საუბარი იარაღის შეზღუდვის გარეშე, იგივეა ისაუბრო ყელის სიმსივნეზე სიგარეტის გავლენის გარეშე.
XS
SM
MD
LG