ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მიზნები და პრიორიტეტები


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ესტერ ბრიმერი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში დაფუძნებულ მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და შეერთებული შტატაბის მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 66-ე სხდომის დაწყებამდე.

„ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ვიმუშავებთ ლიბიის დასახმარებლად მომავალი ნაბიჯების დასაგეგმად. ასევე უნდა ვიმუშაოთ აფრიკაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად და სუდანსა და სამხრეთ სუდანში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ გლობალური ჯანდაცვის ისეთ გამოწვევებს, რომლების არა-გადამდებ დაავადებებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ბრაზილიასთან ერთად, ჩავატარებთ „ღია მთავრობის პარტნიორობის“ პირველ შეხვედრას. ეს ახალი პროექტი ქვეყნებში მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მეშვეობით.“

გენერალური ასამბლეის ეს მოწვევა გლობალური და ისტორიული გამოწვევების ფონზე შედგება. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიმერი აცხადებს, რომ ამერიკის საფრთხეები საერთაშორისო საზოგადოებასაც ემუქრება და მათი გადაწყვეტა გლობალურ თანამშრომლობას ოითხოვს:

„ბირთული იარაღის გავრცელება ემუქრება ყველას, მიუხედავარ ეროვნებისა. თუ ზომები არ მივიღეთ, კლიმატი კვლავ გააგრძელებს ცვლილებას მთელს მსოფლიოში. თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე თავდასხმა კოლექტიური საზრუნავია. ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დანაშაული არც ერთი ქვეყნის ეროვნულ საზღვრებში არ რჩება. პანდემიურ დაავადებას პასპორტი არ სჭირდება ერთი ქვეყნიდან მეორეში სწრაფად გასავრცელებლად. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ კუთხეში მომხდარმა კონფლიქტმა და დესტაბილიზაციამ შეიძლება უამრავი საფრთხე წარმოშვას სხვა ქვეყნებისთვის.“

ქალბატონი ბრიმერის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრევენციული დიპლომატიაა. გაეროს კონფლიქტების გადაწყვეტა მანამ შეუძლია ვიდრე ისინი დაიწყება და გაუარესდება. გენერალური მდივნიდან დაწყებული, გაეროს სპეციალური წარმომადგენლების გაგზავნით დამთავრებული, ორგანიზაციამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა კრიზისის თავიდან აცილებით ან კონფლიქტის ესკალაციის პრევენციით. ქალბატონი ბრიმერის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გაეროს „ჩუმი დიპლომატიური“ ძალისხმევა ხშირად ზედმეტი ყურადღების გარეშე რჩება, იმ უდიდესი ადამინური და ფინანსური ხარჯის გათვალისწინებით რომელსაც ძალადობრივი კონფლიქტები იწვევს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაეროში ინვესტირება იქნება ყველაზე საზრიანი ინვესტირება ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოების დასაცავად.“

XS
SM
MD
LG