ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა 6 თვით დაფინანსდა


სენატმა მთავრობის დახურვა არ დაუშვა

დღეს, შეერთებული შტატების სენატმა ხმა მისცა მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ექვსი თვის ვადით, რითაც მთავრობის დახურვა თავიდან იქნა აცილებული.

კანონპროექტს, რომელსაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ობამაც მოაწერს ხელს, ხმა 62-მა სენატორმა მისცა 30-ის წინააღმდეგ. რესპუბლიკელი სენატორი, რენდ პოლი სენატს კანონპროექტის დაბლოკვას სთხოვდა, თუკი პაკისტანს, ეგვიპტეს და ლიბიას საგარეო დახმარებას არ შეუწყვეტდნენ.
XS
SM
MD
LG