ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებელები საშობაო არდადეგებზე წავიდნენ


ფისკალურ უფსკრულთან დაკავშირებით ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ამერიკელი კანონმდებელები საშობაო არდადეგებზე წავიდნენ ისე რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ფისკალურ უფსკრულთან დაკავშირებით, რომელიც შეერთებული შტატების ეკონომიკას ახალ პრობლემებს უქადის.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა ვერ შეძლო საკმაო ხმების მოპოვება რესპუბლიკეთა წინადადების მხარდაჭერის მიზნით, რომელიც გადასახადების გაზრდას მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს.
ბატონი ბეინერის განცხადებით: “თუ პრეზიდენტი და კონგრესი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ გადასახადები ყველა ამერიკელს გაეზრდება, კატასტროფულად შემცირდება თავდაცვის ბიუჯეტი და 10 დღეში დაიწყება არნახული კრიზისი.“
XS
SM
MD
LG