ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამაშველო სამუშაოები ტეხასში


სასუქების ქარხნის აფეთქების შედეგად შესაძლოა 15-ზე მეტი ადამიანი იყოს დაღუპული

ტეხასის შტატში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები სასუქების ქარხნის აფეთქების შედეგად ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას ცდილობენ. პოლიციის შეფასებით დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 15 ადამიანს აჭარბებდეს. დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი. აფეთქების შედეგად დაახლოებით 80-მდე სახლია დანგრეული, რაც ხანძრის გაჩენამ გამოიწვია. ტეხასის ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს აფეთქების დეტალების დასახელებისგან. გუბერნატორ რიკ პერის განცხადებით, მობილიზებულია შტატის რესურსები, რათა რაიონებში ადგილობრივ თანამშრომლებს დახმარება აღმოუჩინონ. ტეხასის შტატის დასავლეთში
XS
SM
MD
LG