ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის ევროპული ტურნე


John Kerry February 4, 2013 11111111
John Kerry February 4, 2013 11111111

ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთშიც აპირებს ჩასვლას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რანგში კვირას ჯონ კერის პირველი ევროპული ტურნე დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთშიც აპირებს ჩასვლას , თუმცა სირია მაინც მთავარი საკითხია.
ვიდრე სირიაში სამოქალაქო ომი დამასკოს რაიონებში მძვინვარებს, ამერიკის პირველი დიპლომატი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. შეხვედრა უკვე დაგეგმილია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ საბრძოლველად განწყობილ ოპოზიციის ლიდერებთან.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვიქტორია ნურლანდმა ამ ტურნესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ სახელმწიფო მდივანი თავის პირველი ვიზიტის შესახებ აცხადებს რომ ეს არ იქნება რიგითი ვიზიტი, არამედ ეს იქნება პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული ტურნე. ის ყურადღებით მოუსმენს ლიდერებს. მე ვფიქრობ ის მოუთმენლად ელოდება სირიის ოპოზიციური კოალიციის მოსაზრებებს, თუ რით შეიძლება მათ ამერიკა კიდევ დაეხმაროს. ასევე წინადადებებს ჩვენი კოლეგებისგან, რომლებიც ღრმად არიან ჩართული ოპოზიციის მხარდაჭერის საქმეში.“
აქ საუბარია იმ ევროპელ მოკავშირეებზე, რომლებიც ახლა უკვე აფართოვებენ აქამდე იარაღზე დაწესებულ ემბარგოს და მშვიდობიან მოსახლეობას არალეტალური ხასიათის დახმარებას უწევენ.
„ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ სამხედრო აღჭურვილობით დახმარება მათ საშუალებას მისცემთ უფრო ფართო დახმარება გაიღონ სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. ასევე ბრიტანელები აპირებენ გარკვეული ტექნიკური რჩევების მიცემსაც, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდათ“ .
სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სირიისთვის უცხო დიპლომატი არ არის. სენატში სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის კენჭისყრის დროს მან გაიხსენა რომ პრეზიდენტმა ასადმა მას ერთხელ დახმარებითაც მიმართა.
„კერის განცხადებით, ასადს სურდა შეეტყო თუ რა ტიპის დახმარებაზე იყო დასავლეთი წამსვლელი, ახლა ეს ნათელია- აცხადებს კერი, ვინაიდან ამის მერე ასადმა უპატიებელი ქმედებები ჩაიდინა“.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სიტუაცია იცვლება, დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვავს ოპოზიცია, რომელთანაც შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სირიის ხელისუფლებამაც უნდა შეძლოს.

კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი მალუ ინოკენტი ამბობს რომ პრეზიდენტ ასადისთვის რუსეთის ბოლოდროინდელი სახეცვლილი განცხადებები ცუდის მანიშნებელი უნდა იყოს.
„იგი აცხადებს რომ ამით რუსეთმა აღიარა რომ ამ კონფლიქტში გამარჯვებული მხარე შესაძლოა ოპოზიცია გახდეს. რუსეთის მხრიდან ამის აღიარება ნამდვილად საოცრებაა“.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს რომ, კერი მზად არის ლავროვთან ერთად მოუწოდოს სირიას გარდამავალი პოლიტიკური ხელისფლების ჩამოყალიბების თაობაზე დაიწყოს ძალისხმევა
„რუსეთს თავის გავლენის სფეროები გააჩნია, ამერიკას - თავისი. როგორც ჩანს, ყველაფერი ისე იქნება როგორც ეს სირიელებს სურთ, იმის მიუხედავად მიიჩნევენ თუ არა ისინი რუსეთის წინადადებას მისაღებად. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი რუთ ვეჯვუდი ამბობს რომ სამოქალაქო ომის პროცესში რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მეტყველებს იმაზე რომ ასადი მალე ვეღარ შეძლებს სირიაში პოზიციების გამაგრებას ისე როგორც ეს მამამისის შემთხვევაში იყო.
„ ვეჯვუდის განცხადებით ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ასადი ეროვნულ მოტივებზე კარგად თამაშობდა, ეს იყო მისი და ალავიტების კოზირი. ერთ დროს ერთადერთ ძალას წარმოადგენდა, მოჩვენებითი ტოლერანტობით. თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.“
სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვედრები დაგეგმილი აქვს ლონდონში, პარიზში, იერუსალიმსა და რიადში, ბერლინში, ანკარაში, ქაიროში, აბუ-დაბიში, დოჰაში და ხოლო სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს რომში შეხვდება.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ რომ რამალასა და იერუსალიმში დაგეგმილი ვიზიტები ამ დროისთვის მოხსნილია დღის წესრიგიდან. ამის მიზეზი არის ისრაელში მიმდინარე კონსულტაციები სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების თაობაზე.
XS
SM
MD
LG