ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სა და ევროკავშირის ანტი-ტერორისტული დეკლარაცია


ეროვნული უშიშროების სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შესავალში, რომელიც მაისის მიწურულს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დადო დაპირება, რომ შეერთებული შტატები „დაამყარებს ახალ და მნიშვნელოვან ურთიერთობებს ყველა რეგიონში და გაამყარებს საერთაშორისო სტანდარტებსა და ორგანიზაციებს...ის საერთაშორისო წყობა, რომლის მიღწევას ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი დროის გამოწვევებს გადაჭრის,“ აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტ ობამას მიერ განსაზღვრულ გამოწვევათა ცხრილში პირველ ადგილზე „ძალმომრეობითი ექსტრემიზმისა და მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა“ დგას.

შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა საერთაშორისო ასაპარეზზე ურთიერთობების განვითარების სფეროში ახლახან აისახა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული 2010 წლის დეკლარაციაში ანტი-ტერორისტული საქმიანობის შესახებ, რომლის მეოხებითაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ შექმნან მყარი საფუძველი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის კანონის ფარგლებში. 2010 წლის დეკლარაციაში აქცენტი გაკეთებულია ეფექტურ და ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომლის მთავარი მიზანია ძალმომრეობითი ექსტრემიზმის გრძელვადიანი საფრთხის შემცირება, რაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის დეკლარაცია ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს, რომელიც ტერორიზმის იზოლაციას ხელს უწყობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სფეროში უმცირესობებისა და ცალკეული პირების სამართლიანი მოთხოვნების მიმართ სათანადო ყურადღების მიპყრობა.

დეკლარაციის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დადო პირობა ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებების თავიდან აცილების, გამოძიებისა და გასამართლების თვალსაზრისით. 2010 წლის დეკლარაცია ხაზს უსვამს აგრეთვე თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიც არის საზღვრების უსაფრთხოება, ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების აღმოფხვრა, გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცება, და გაეროს ანტი-ტერორისტული საქმიანობის განვითარება.

ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვითა და ჩატარებით შეერთებული შტატები და ევროკავშირი ხაზს უსვამენ საერთო ფასეულობას ინდივიდუალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნავენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვას. ამას გარდა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც რელიგიის თავისუფლება და მისი გამოხტვა სათანადოდ დაცულია.

„ამერიკა-ევროკავშირის საბჭოს მიერ დეკლარაციის მიღება ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ერთობლივ ბრძოლაში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ეს არის დემონსტრაცია ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობისა ტერორიზმისგან ჩვენი მოქალაქეების დაცვის სფეროში, რომელიც ჩვენ კანონებს, ფასეულობებსა და ინდივიდუალური უფლებების დაცვას შეესაბამება,“ აღნიშნა შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა. „თანამშრომლობა ევროკავშირის პარტნიორებთან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ანტიტერორისტული საქმიანობისთვის,“ აღნიშნა ჰოლდერმა.

„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში მზად ვართ ვითანამშრომლოთ ტერორიზმის საფრთხის აღმოსაფხვრელად და ამ სფეროში საქმიანობა დაეყრდნობა ჩვენ საერთო ღირებულებებს, თავისუფლების, დემოკრატიის, საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით,“ დასძინა გენერალურმა პროკურორმა ჰოლდერმა.

XS
SM
MD
LG