ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის რამდენიმე საელჩომ მუშაობა განაახლა


გასულ თვეს შეერთებულმა შტატებმა 23 საელჩო დაკეტა, მათ შორის ამანში, ქაიროში, სანააში, ტრიპოლიში, აბუ დაბიში, რიადში და ქუვეითში

შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საელჩოების მუშაობა განაახლა, თუმცა რეგიონის 19 ქვეყანაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, ამერიკის საელჩოები კვლავ დაკეტილია.

სახელმწიფო დეპატრამენტმა გასცა ნებართვა ბაღდადში, ქაბულში, ალჟირსა და დაკაში საელჩოებმა განაახლონ მუშაობის ჩვეულებრიგი განრიგი.

ამერიკამ გასულ კვირას საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან არსებობს ტერორისტული თავდასხმის მაღალი შესაძლებლობა. ამ გაფრთხილების პარალელურად დაიკეტა ამერიკის 23 საელჩო, მათ შორის ამანში, ქაიროში, სანააში, ტრიპოლიში, აბუ დაბიში, რიადში და ქუვეითში.
XS
SM
MD
LG