ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრადიციულად არჩევნებს ადმინისტრაციის გამოძიება მოჰყვება


ტრადიციულად არჩევნებს ადმინისტრაციის გამოძიება მოჰყვება

2010 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა შეიძლება უმრავლესობა დაკარგონ.

კონგრესის შუალედური არჩევნები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს შორის, ყოველ ორ წელში ერთხელ იმართება, განსაზღვრავს იმას, თუ რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა კონგრესის ერთ ან ორივე პალატაში. ისტორიულად ოპოზიციური პარტიის გამარჯვება ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიებასა და პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნის მცდელობაზე აისახება.

1986 წლის ნოემბერი; რესპუბლიკელი პრეზიდენტი რონლად რეიგანი მეორე საპრეზიდენტო ვადის შუა ეტაპზე იყო, როცა ამერიკელებს წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და სენატის ერთი მესამედი უნდა არჩიათ. რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაკარგეს, კონგრესს კი უკვე დემოკრატები აკონტროლებდნენ.

ჯონს ჰოფკინსის პროფესორი ბენჯამინ გინსბერგი არჩევნების შემდეგ მოვლებენის განვითარებას აჯამებს:

„პირველ რიგში, მათ რეიგანის ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიება დაიწყეს. ყველაზე გახმაურებული მათგან, ირან-კონტრას სკანდალი იყო. დემოკრატებმა ეს გამოძიება ეფექტურად გამოიყენეს და რეიგანის საკანონმდებლო საქმიანობა ფაქტიურად გააჩერეს.“

ირან-კონტრას სკანდალი ირანისთვის იარაღის მიყიდვის გარშემო განვითარდა. ამერიკის მიერ ირანზე დაწესებული სამხედრო ემბარგოს მიუხედავად, თეთრი სახლის თანხმობით შუამავალმა კომპანიამ თეირანს იარაღი მიჰყიდა. სკანდალის ‘კონტრა’ ნაწილი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ადმინისტრაცია აღნიშნული გაყიდვიდან შემოსული თანხით ნიკარაგუაში კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ მეამბოხური მოძრაობის დაფინანსებას აპირებდა. ირან-კონტრას გამოძიების შედეგად ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი დაიჭირეს.

რესპუბლიკელები გულისწყრომას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ მათი სათაყვანებელი ლიდერი, პრეზიდენტი რეიგანი კონგრესმა შეურაცხყო. მათ ეს დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ გაიხსენეს.

კლინტონის მოსვლიდან ორ წელში კონგრესი ისევ რესპუბლიკელების ხელში გადავიდა. მათ კლინტონის შემოწმება ბერი სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მოთელვა იყო იმისთვის, რომ საბოლოოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტი გაეკეთებინათ. კაპიტორლიუმის გაზეთი ‘ჰილლ“-ის ჟურნალისტი შონ მილერი აცხადებს:

„1994 წელს რესპუბლიკელებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს და დაიწყეს პრეზიდენტის განცხადების გამოძიება იმის შესახებ, რომ მას მონიკა ლევინსკისთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონდა. რესპუბლიკელების უმრავლესობით, კონგრესმა პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი მოითხოვა. ეს დემოკრატების მიერ უმრავლესობის ქონის შემთხვევაში არ მოხდებოდა.“

1998 წლის დეკემბერში, მიურხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა. სენატმა მოთხოვნა უარყო.

მომდევნო პრეზიდენტის მმართველობის პერიოდშიც იგივე განმეორდა. ჯორჯ ბუშის რესპუბლიკურმა პარტიამ 2006 წელს კონგრესში უმრავლესობა დაკარგა. შუალედური არჩევნების შემდეგ, დემოკრატებმა რამდენიმე გამოძიება დაიწყეს, მათ შორის იყო ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მთავრობის მიერ ჯაშუშუბა, ტერორიზმში ეჭვმიტანილების სავარაუდო წამება და ავღანეთისა და ერაყის ომებში თავდაცვის კონტრაქტების გაცემაში დარღვევები.

2010 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა შეიძლება უმრავლესობა დაკარგონ. რესპუბლიკელების ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ მოგების შემთხვევაში ისინი პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაციის საქმიანობას გამოიძიებენ.

„გაურკვეველია კარგი სტრატეგია იყო თუ არა კლინტონის საქმიანობის გამოძიება. არც ის არის ცხადი გაამართლებს თუ არა მსგავსი სტრატეგია ობამას წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ როგორ გაიჟღერს ის, რომ კონგრესი ამათუიმ სკანდალს იძიებს, მაშინ როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება,“ ამბობს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ დადგლი.

XS
SM
MD
LG