ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოში შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე მცირედით გაიზარდა. შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად უმუშევრობის დონე 4.4 პროცენტს აღწევს.

ხელფასები 2.5 პროცენტით გაიზარდა. PNC-ის მთავარი ეკონომისტის გუს ფოშერის თქმით, ხელფასების მსგავსი უმნიშვნელო ზრდა დამსაქმებლებს მალე აიძულებს ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვნად გაზარდონ.

ანგარიშის მიხედვით, დაუსაქმებელია 7.1 მილიონი ამერიკელი, 5.3 მილიონი ადამიანი კი ნახევარ განაკვეთზეა და სრულგანაკვეთიან სამსახურს ეძებს. სამუშაო ადგილები იზრდება მრეწველობაში, მშენებლობებზე და ჯანდაცვის სფეროში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG