ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკა დაწინაურების გზაზეა


პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მომდევნო ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტ დაწინაურებას აჩვენებს

იმ ამერიკელების რიცხვი, რომელიც უმუშევრობის დახმარებას იღებს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას პირველადი ანკეტა უმუშევრობის მოთხოვნით წინა კვირასთან შედარებით 6 ათასით დაეცა და სულ 312 ათასი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, უმუშევრობისთვის განკუთვნილ კომპენსაციას შეერთებულ შტატებში დაახლოებით ორნახევარი მილიონი ამერიკელი იღებს. ეს ყველაზე დაბალი მონაცემია 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ, რეცესიის დაწყებამდე 2 თვით ადრე არსებულიდან მოყოლებული. ქვეყნის ცენტრალური ბანკის, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა მძიმე ზამთრის შემდეგ ძალებს იკრებს. საბანკო ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა შემდეგი ორი წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტ დაწინაურებას აჩვენებს.
XS
SM
MD
LG