ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს გავლენა


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების გავლენის გაზრდა პირველივე დღიდან ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტია. ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლიტონმა გააკეთა. მის თქმით, „ეს პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ 21 საუკუნის ისტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში დაიწერება.“

„ამ რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტრანსფორმაცია ყველაზე მეტად ხდება. რეგიონის ქალაქების უმეტესობა ვაჭრობისა და კულტურის გლობალური ცენტრებია და აქ ხალხის უმეტეს ნაწილს აქვს განათლების მიღების შესაძლებლობა და შანსი. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება მომავალი თაობა რეგიონის და გლობალურ ლიდერებად ბიზნესსა და მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, პოლიტიკასა და ხელოვნებაში,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. მისი თქმით, ისეთი გლობალური პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა მაგალითად კლიმატის ცვლილება წარმატება ან მარცხი დამოკიდებულია აზიის რეგიონზე. „ეს არის მომავალი რომელიც დღეს იქმნება და ამ მომავალში შეერთებულ შტატებს წამყვანი როლი უნდა ქონდეს,“ - დასძინა კლინტონმა.

მისი თქმით, აზიის სწრაფი განვითარება აზიის ლიდერებზე და მოქალაქეებზეა დამოკიდებული, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია ამერიკელი მოქალაქეების ხელშეწყობაზეც, რაც მოიცავს შეიარაღებულ ძალებს რათა მათ დაიცვან რეგიონი, დიპლომატებს, რომლებმაც უნდა გადაჭრან კონფლიქტები, მეწარმეებს, რომლებმაც ინვესტიციები უნდა ჩადონ ახალ ბაზრებში და ჩამოაყალიბონ ტრანს-რეგიონალური ურთიერთობები. ასევე მაშველებს, რომლებმაც ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ უნდა აღადგინონ ქვეყნები.

თუკი სამომავლო უსაფრთხოების, პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხები იქნება განხილული და თუკი ეს საკითხები ჩვენს ინტერესებსაც მოიცავს, მაშინ ჩვენ მაგიდასთან ჩვენს ადგილს ვიპოვით,“ - განაცხადა კლინტონმა. სწორედ ამიტომ გასული 21 თვის მანძილზე შეერთებულმა შტატებმა გადადგა მრავალი ნაბიჯი აზიაში თავის როლის გაძლიერებისთვის, რაც მოიცავდა რეგიონალურ ალიანსებს, მზარდ პარტნიორობას და რეგიონალურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. ამის საშუალებით, შეერთებული შტატები მუშაობს რათა თავისი წვლილი შეიტანოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკის ჩამოყალიბებაში, რეგიონალური უსაფრთხოების შენარჩუნებაში, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერასა და უნივერსალური ჰუმანური ღირებულებების გავრცელებაში.

„მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა აზიის მომავლის. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა ამერიკის მომავლის. მე ოპტიმისტი ვარ დ მჯერა, რომ ამ ქვეყნებს შეუძლია მომავალის შექმნა ამერიკის ლიდერობით,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG