ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლო დეპორტაციას საპრეზიდენტო კანდიდატები ეხმაურებიან


ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები გამოქვეყნებულ ცნობას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა იანვრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ოჯახების დეპორტაცია დაიწყოს.

დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ცნობა შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ არალეგალური იმიგრანტების პირველი ფართომასშტაბიანი გასახლების შესახებ, მას „გულწრფელად აღელვებს“. კლინტონის განცხადებით, მას „სჯერა, რომ ყოველი ადამიანის საქმის სრულ და სამართლიან განხილვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ქვეყანამ კი თავშესაფარი უნდა მიანიჭოს მათ, ვისაც ეს სჭირდება.“

რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დეპორტაციის გეგმა მთავრობამ მისი ზეწოლის შედეგად მიიღო.

XS
SM
MD
LG