ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანმა ნაჩუქარ ცხენს სახელი დაარქვა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერსი, მონღოლეთში ვიზიტის დროს რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა - რა სახელი დაერქვა ნაჩუქარი ცხენისთვის.

მან შეარჩია სახელი, რომელიც ამერიკელებისთვის ძალიან ნაცნობია და მონღოლეთის საცხენოსნო ისტორიასთანაც არის დაკავშირებული. სახელი, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მშვიდობასთან. 40-იანი წლების ცნობილი ამერიკელი გენერლის სახელი, რომელიც შემდგომში თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი გახდა. 1920-იან წლებში, იმ დროს ახალგაზრდა ოფიცერი მონღოლეთში გაემგზავრა, რათა ჩინეთში დაბანაკებული საკუთარი ქვეითი ლეგიონისთვის საუკეთესო ცხენები შეეძინა.

ესპერმა გენერალ ჯორჯ მარშალის პატივსაცემად, ნაჩუქარ ცხენს “მარშალი” დაარქვა. ჯორჯ მარშალს მეორე მსოფლიო ომის “გამარჯვების ორგანიზატორს” უწოდებდნენ და ომის შემდგომი ევროპის აღდგენას ისე დაჟინებით უჭერდა მხარს, რომ ამ ამერიკულ გეგმას მისი სახელი დაერქვა.

ესპერმა განაცხადა, რომ მონღოლეთი “ინდო-წყნარი ოკეანის აუზის საკვანძო ქვეყნებს” შორისაა, სადაც “უფრო მაღალ დონეზე” სამხედრო ურთიერთობის შენების იმედი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG