ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თავდაცვის მდივნად ჰეგელს განიხილავენ


66 წლის ყოფილ სენატორს პასუხების გაცემა რთულ კითხვებზე მოუწევს

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყოფილ რესპუბლიკელ სენატორს ჩაკ ჰეგელს ქვეყნის ახალ თავდაცვის მდივნად წარადგენს. რესპუბლიკელების განცხადებით 66 წლის ჰეგელს თანამდებობაზე დამტკიცებამდე საკმაოდ რთული პროცესის გავლა მოუწევს. მის მიმართ მრავალ შეკითხვასთან ერთად იქნება საკითხები, რომელიც ისრაელ-ირანს შორის ურთიერთობებში მის შეხედულებას შეეხება. ჰეიგელი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგია. სენატორებს კი აინტერესებთ მისი მზადყოფნა ისრაელის შესაძლო მხარდაჭერის შესახებ. სენატორ ლინდსი გრამის განცხადებით, ჰეიგელის კანდიდატურა „წინააღმდეგობრივი არჩევანია“.
XS
SM
MD
LG