ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ შეიძლება ვალი ვეღარ აიღოს


ამერიკამ შეიძლება ვალი ვეღარ აიღოს

კანონმდებლები ისევ საბიუჯეტო საკითხზე დაობენ, რომელიც ქვეყანას სესხის ლიმიტის გაზრდის საშუალებას მისცემს

მოსალოდნელი დათმობების ნაცვლად ორპარტიული დაპირისპირება ამერიკის კონგრესში კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. კანონმდებლები ისევ საბიუჯეტო საკითხზე დავობენ, რომელიც ქვეყანას სესხის ლიმიტის გაზრდის საშუალებას მისცემს.

გაურკვევლობა მსოფლიო საფონდო ბირჟაზეც აისახა. შედარებით უსაფრთხო ოქროს და შვეიცარული ფრანკის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში რეკორდულ სიმაღლეებს აღწევს.

რესპუბლიკურმა პარტიამ ბიუჯეტის შეკვეცის გეგმა გადასახედად დააბრუნა და კენჭისყრა შეაყოვნა. დემოკრატიულმა ფრთამ რესპუბლიკელთა ლიდერის, ჯონ ბეინერის, მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასში ხარჯები არასაკმარისად იყო შეკვეცილი.

თეთრი სახლის აპარატის უფროსი, უილიამ დელეი, აცხადებს, რომ დღის წესრიგში რამდენიმე პროექტია წარმოდგენილი და კონგრესი ორ აგვისტომდე რომელიმე მათგანს უთუოდ დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG