ამერიკის სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ მოხვდა „ჰელფაიერის“ (HellFire) ტიპის ქობინი კუბაში. "ჰელფაიერი" საწვრთნელი მისიების დროს ევროპაში გამოიყენება. მისი კუბაში აღმოჩენა ამერიკის კონფიდენციალური სამხედრო ტექნოლოგიის გაქრობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევაა.
გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება, რომ ამერიკის ოფიციალური პირები ერთ წელზე მეტია ცდილობენ დაიყოლიონ კუბის მთავრობა, რომ 2014 წელს ევროპიდან კუბაში შეცდომით გაგზავნილი ქობინი უკან დააბრუნოს.