ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8.3 მილიარდი კორონავირუსთან ბრძოლისთვის - ტრამპმა კანონს ხელი მოაწერა


კორონავირუსთან ბრძოლისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8.3 მილიარდი დოლარი გამოყო. კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს პრეზიდენტმა ტრამპმა, თეთრ სახლში, ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

8.3 მილიარდი დოლარიდან ნაწილი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობის გასაგრძელებლად დაიხაჯება, საუბარია დაახლოებით 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე, დანარჩენი თანხა კი შტატების ხელისუფლებას დაეხმარება, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების მართვაში.

კანონი კორონავირუსთან ბრძოლისთვის კონგრესმა გუშინ დაამტკიცა, თეთრი სახლი ამერიკელი კანონმდებლებისგან 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა ამერიკელმა კანონმდებლებმა თანხა 8.3 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.

დღეს, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებაზე თეთრ სახლში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მზად არის მიიღოს ეს თანხა და ხელი მოაწეროს კანონს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG