ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიში: ევროკავშირის დახმარებაზე უარი კითხვებს აჩენს


სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს.

„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ სენატორი რიში.

"ამერიკის ხმასთან" კონგრესში ასევე საუბრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე და ამბობენ, რომ ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განტვირთვას. ამის შესახებ, "ამერიკის ხმას" აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განუცხადეს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი, ჯერი კონოლი ამბობენ, რომ შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს წარმოაგენს.

„როგორც კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მივესალმებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. შეთანხმება წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს და ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, მხარი დაუჭრონ წინსვლის საერთო გზას“ - აცხადებენ კონგრესმენები.

19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ასევე სენატორი ჯიმ რიში. „ამერიკის ხმასთან“ სენატორი აცხადებს, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს.

„ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილორბივი არჩევნების ჩატარებით“ - აცხადებს სენატორი.

ამასთან, ჯიმ რიშის თქმით, დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება", - ამბობს ის.

ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება, 28 ივლისს დატოვა. შეთანხმება ითვლისწინებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს და მოიცავს პირობას, რომ თუ მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ მოიპოვებს 43% მხარდაჭერას, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" პასუხობენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG