ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში შესაძლოა წლიური გადასახადები გაიზარდოს


აშშ-ში შესაძლოა წლიური გადასახადები გაიზარდოს
აშშ-ში შესაძლოა წლიური გადასახადები გაიზარდოს

ვაშინგტონში პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა მილიონობით ამერიკელს მომავალი წლიდან მაღალი გადასახადების გადახდა მოუხდეს, მაშინ როცა არაერთ მოქალაქეს ასევე ემუქრება უმუშევრობის ფულადი დახმარების შეწყვეტა.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ კენჭი უყარა და დაამტკიცა საგადასახადო შეღავათების ორი თვით გაგრძელება. თეთრი სახლის ადმინისტრაცია შეღავათების გახანგრძლივებას მთელი წლით ითხოვს და პალატას მოუწოდებს დროულად მიიღოს ეს ზომა თუ არადა ამერიკის მოქალაქეებს მომავალი წლიდან ეკონომიკური პრობლემები დაემუქრებათ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა კენჭისყრის შემდგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პალატამ თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულა თუმცა მდგომარეობა სენატორების უმოქმედობის გამო რთულდება.

XS
SM
MD
LG