ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის ისტორიულ ვიზიტი ბირმაში


კლინტონის ისტორიულ ვიზიტი ბირმაში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბირმაში ისტორიულ ვიზიტს იწყებს. ის პირველი უმაღლესი დონის ამერიკელი დიპლომატია, რომელიც ქვეყანას უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში სტუმრობს.

ქალბატონი კლინტონი დღეს ბირმის დედაქალაქში ჩაფრინდა და იქ სამ დღეს დაჰყოფს. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ თეინ სეინთან და ოპოზიციურ პროდემოკრატიულ ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის განცხადებით მისი მიზანია გაარკვიოს, გაატარებს თუ არა ბირმის ხელისუფლება პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს.

ჩინეთის მთავრობა არ გამოხატავს დიდ შეშფოთებას ამ ვიზიტის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი -ჰონგ ლი- აცხადებს, რომ ჩინეთი მიესალმება ბირმის დასავლეთთან დაახლოებას, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ოფიციალური პეკინის ინტერესთა ხარჯზე. ჩინური მედია აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს ვაშინგტონი ჩინეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი შემდგომი იზოლირებისთვის გამოიყენებს.

XS
SM
MD
LG