რესპუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს - ნიუტ გინგრიჩს განსხვავებული მოსაზრება აქვს ორგანიზაციის - „გაერთიანებული მოაქალაქეები“ მხარდაჭერისა და ამასთანავე მისი მსხვერპლად ყოფნის თაობაზე.
ამონარიდმა ამ ეგრეთწოდებული „თავდასხმითი“ სარეკლამო რგოლიდან, მრავალმილიონიანი ღირებულების მქონე გინგრიჩის კამპანიაზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა. აღნიშნული ანტირეკლამა იმ ანონიმური დონორებისაგან დაფინანსდა, რომლებიც რესპუბლიკელთა მეორე კანდიდატის მიტ რომნის მომხრეთა რიცხვს განეკუთვნებიან.
საკითხისადმი ირონიულ დამოკიდებულებას ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭოს წევრი ჩარლზ ბარონი არ კარგავს.
„ეს ნიუტ გინგრიჩზე უკეთეს ადამიანს არ გადახდებოდა თავს, რადან ეს ადამიანი ყოველთვის მხარს უჭერდა საზოგადოებრივ ელიტას იმისათვის რომ მათგან, კამპანიისათვის, რამადენადაც შესაძლებელი იყო, გარკვეული კონტრიბუცია მიეღო.“
ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭო უძველესი ამერიკული ქალაქის ნაწილია, რომელიც რეზოლუციის მისაღებად საკონსტიტუციო ცვლილებას იხილავს და ამსათანვე მიიჩნევს, რომ კორპორაციები იმავე უფლებებით არ სარგებლობენ, რომლითაც ადამიანები. პარალელურად თანხა, რომელიც მათ მიერაა გაღებული, სიტყვის თავისუფლების დაცვის არაკონსტიტუციური საშუალებაა.
ანალოგიური ვითარებაა ამერიკის სხვა დანარჩენ ქალაქებშიც: ლოს ანჟელესში, ოლბანიში, ბოლდერში და სამხრეთ მაიამში.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საჯარო მოქალაქის“ წარმომადგენელი ჯონ მინკოფ-ზერნი საჯარო კამპანიების მომხრე უფროა, ვიდრე გარედან შემოსული შემოწირულობის.
ერიკ ულრიჩის, ნიუ-იორკის მუნიციპალური საბჭოს წევრის თქმით კი გაზეთებსა და რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც კოლექტიურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ასევე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ არჩევნებზე.
სწორედ ამიტომ, რამოდენიმე წლის წინ, უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაცია „მოქალაქეთა გაერთიანების“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე განაჩენიც გამოიტანა. სარჩელის თანახმად, მას ორგანიზაციის კუთვნილი თანხის გამოყენება 2008 წელს საპრეზიდენტო კანდიდატის - ჰილარი კლინტონის - წინააღმდეგ ფილმის გადაღებისათვის დაედო ბრალად.