ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთმა მოლაპარაკების პირველ ფაზას მიაღწიეს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ცალ-ცალკე გამოაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭროს შეთანხმების ტექსტზე. ეს მოლაპარაკებების პირველი ფაზის ნაწილია. ის თავიდან ააცილებს ორივე ქვეყანას ახალ ტარიფებს.

ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმების ნაწილია ისიც, რომ ქვეყანა გაზრდის ამერიკული სოფლის მეურნეობის, ენერგიისა და ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტს.

"ეს უკეთეს პირობებს შექმნის ამერიკისა და ჩინეთისათვის თანამშრომლობის გასამყარებლად"- თქვა ჩინეთის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან შოუვენმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარი ამ თემაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა, და შეთანხმებას "ფენომენალური" უწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარტო სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შესყიდვები ცოტა ხანში 50მილიარდ დოლარს მიაღწევს. მან მოლაპარაკებების მეორე ფაზაც დააანონსა: "ჩვენ, დაუყოვნებლივ, დავიწყებთ მოლაპრაკებებს მეორე ფაზაზე და არ დაველოდებით 2020 წლის არჩევნებს", დაწერა ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG