ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის „ძლიერი უკმაყოფილება“


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ძლიერი უკმაყოფილება“ გამოთქვა შეერთებული შტატების მოწოდებაზე, რომელიც 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლებას შეეხება. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი მოწოდება, ეს არის უხეში ჩარევა ჩინეთის შიდა საქმეებში და ჩინეთის მთავრობის უსაფუძვლო ბრალდება. გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პრესპიკერის მოადგილემ მარკ ტონერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს იხილოს ჩინეთის მიერ წარდგენილი სრული ანგარიში, დემონსტრაციის დროს მოკლულ და დაპატიმრებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG