ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინურ-ამერიკული მოლაპარაკების მეორე დღე


ჩინურ-ამერიკული მოლაპარაკების მეორე დღე
ჩინურ-ამერიკული მოლაპარაკების მეორე დღე

დღეს ვაშინგტონში შეერთებული შტატების და ჩინეთის მაღალი დონის წარმომადგენლების შეხვედრა სრულდება. ორივე მხარე მიღწეული შედეგებით კმაყოფილია. თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც მხარეებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს. ჩინეთის წარმომადგენლები საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ ამერიკული მხარის კრიტიკას ჩინეთში დისიდენტების მოპყრობასთან დაკავშირებით. შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა პეკინში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იანგ იუმ. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა განიხილოს ის განსხვავებული მოსაზრებები, რაც მხარეებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში არსებობს. თავის მხრივ, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ჩინეთის მხარესთან სტრატეგიულ და ეკონომიკურ საკითხებზე პირველი დღის მოლაპარაკების შედეგებით.

XS
SM
MD
LG