ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი პეკინზე ზეწოლას აძლიერებს


შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტმა ბოლო თვენახევრის მანძილზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ტერიტოტირებზე უკვე მეორე მისია გააგზავნა. ანალიტიკოსების აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ე.წ. მოთმინების და მოვლენებზე დაკვირვების პერიოდის შემდეგ, ვაშინგტონი პეკინზე ზეწოლას აძლიერებს.

თუმცა, ჩინეთი, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე რეგიონში დომინანტურ ძალად იქცა, საპასუხო რეაქციისთვის მზად არის. ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის ზეწოლის პასუხად, პეკინი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG