ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაზვერვის შეფი თითს ჩინეთისკენ იშვერს


მასობრივი ინფორმაციის მოპარვაში მთავარი ეჭვმიტანილი ჩინეთია - აცხადებს ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი.

შეერთებული შტატების ფედერალურ უწყებათა თანამშრომლების მონაცემთა ბაზიდან მასობრივი ინფორმაციის მოპარვაში მთავარი ეჭვმიტანილი ჩინეთია - აცხადებს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით თითი პირდაპირ ჩინეთისკენ გაიშვირა.

მოგვიანებით კლაპერის ოფისმა მისი კომენტარი კიდევ უფრო გაამყარა, აღნიშნა რა, რომ გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. ჯერჯერობით შეერთებული შტატების მთავრობა ბრალს უშუალოდ ჩინეთის მთავრობას არ დებს. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, საქმის გამოძიება სწორედ აქეთ იხრება.

XS
SM
MD
LG