ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. ქსელის ნეიტრალურობის რეგულაცია და სავაჭრო ომი ჩინეთში


ქსელის ნეიტრალურობის რეგულაციის გაუქმების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები
ქსელის ნეიტრალურობის რეგულაციის გაუქმების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიის მიერ ე.წ. ქსელის ნეიტრალურობის რეგულაციების გაუქმებამ, შესაძლოა, ჩინეთში სავაჭრო ომები გამოიწვიოს.

რეგულაცია აქამდე კომერციული ინტერესებით ამერიკული ვებ-გვერდების დაბლოკვას და შენელებას ზღუდავდა. გადაწყვეტილება დრამატულად ზრდის კონკურენციას ჩინეთის ტელეკომს და ინტერნეტ-კომპანიებს შორის, რომელთაც ამერიკულ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურთ.

რეგულაცია სახელწოდებით ქსელის ნეიტრალურობა პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდში, 2015 წელს შემოიღეს. ის ინტერნეტზე მომხმარებლების თანაბარი წვდომის გარანტიას იძლეოდა. 2017 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რეგულაცია გააუქმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG