ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში „ეფლის“ მუშები უმძიმეს პირობებში არიან


ჩინეთში „ეფლის“ მუშები უმძიმეს პირობებში არიან
ჩინეთში „ეფლის“ მუშები უმძიმეს პირობებში არიან

სამართლიანი დასაქმების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აურეტ ვან ჰირდენი, ტექნოლოგიური კომპანია „ეფლის“ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობების შესახებ აკეთებს განცხადებას.

საუბარია იმ საწარმოებზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებშია განლაგებული. ერთ თვეზე მეტია მედიაში გახმაურებული დოკუმენტური კადრები გავრცელდა, რომელიც ჩინეთში „ეფლის“ ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებული მუშების ურთულეს სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს ასახავს. ფილმის ავტორების ინფორმაციით „ეფლის“ თანამშრომლები აუტანელი პირობების გამო სიცოცხლეს ძალიან ხშირად თვითმკვლელობით ასრულებენ.

საქმეში სამართლიანი დასაქმების საერთაშორისო ასოციაციაც ჩაერთო. მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტექნოლოგიების მწარმოებელი ფირმის ქარხნების ინსპექცია მოითხოვეს. წუხელ ტელეკომპანია „ეი-ბი-სიმ“ ჩენგდუს გახმაურებული საწარმო აჩვენა, რომელშიც ასოციაციას უპრეცენდენტო ინსპექციის უფლება მიეცა. იქ ათასობით ახალგაზრდა მუშა „აიფოუნებს“, „აიფედებს“ და „აიპოდებს“ ხელით აწყობს. ისინი კვირაში 60 საათზე მეტს მუშაობენ და მათი ანაზღაურება საათში 2 დოლარს შეადგენს. ინსპექციის დასკვნა მალე გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG