ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი კაპიტოლიუმის შენობაში აღმოფხვრეს


ტერაქტი კაპიტოლიუმის შენობაში აღმოფხვრეს

კაპიტოლიუმთან გასულ კვირას სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტი აღკვეთეს. დაგეგმილი აქტი შეერთებული შტატების ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განშტოებას - კონგრესს - მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა.

პოლიციის განცხადებით, 29 წლის მაროკოელი ამინ ელ ხალიფი კაპიტოლიუმში ავტომატური ცეცხლის გახსნას, ხოლო შემდეგ კი თავის აფეთქებას გეგმავდა.

სამართალდამცავების ოპერაციამ ვაშინგტონში ჩამოსული ტურისტები გააკვირვა. ჰანკ ვანგი ახალი ზელანდიიდან არის ჩამოსული. მისი თქმით:

„არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ტურისტი უკეთესს ვერ ინატრებ. მაგრამ რაც მოხდა საკმაოდ შემაშფოთებელი და საშიში იყო.“

ხალიდის დაკავება გრძელვადიანი ოპერაციის შედეგი იყო. ოფიციალური პირების განცხადებით, ის ვირჯინიის შტატში - ვაშინგტონთან საკმაოდ ახლოს - არალეგალური სტატუსით იმყოფებოდა.

ხალიდს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურდა და ეგონა, რომ ალ ყაიდასთან თანამშრომლობდა. თუმცა, მან არ იცოდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ის კაპიტოლიუმის აფეთქებას გეგმავდა ამერიკელი სამართალდამცველების მიერ იყო აწყობილი და არ აფეთქდებოდა.

ხალიდმა თავდასხმა ისეთი დღისთვის დაგეგმა, როცა კანონმდებლები სესიას ესწრებოდნენ, ხოლო კაპიტოლიუმის შენობასთან კი უამრავი ტურისტი იყო თავმოყრილი. გამოძიების ფდერალური ბიუროს განცხადებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტერორისტული საფრთხე სინამდვილეში არავის ემუქრებოდა.

ტურისტების ერთი ნაწილი ხვდებოდა, რომ კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. კენდალ კლარკი დედაქალაქს ფლორიდიდან სტუმრობდა. მისი თქმით:

„კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე მინებ-დაბურული, შავი მანქანების დიდი რაოდენობა შეინიშნებოდა. ქვეითი პოლიციელები კი განსაკუთრებით მობილიზებული იყვნენ.“

ლინი და სტივი ვისკონსინიდან არიან.

„ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს.“

„ასეთი რაღაცეები, არ უნდა ხდებოდეს.“

გამოძიების განცხადებით, ელ ხალიფი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კაპიტოლიუმს რამდენჯერმე ესტუმრა თავდასხმის დეტალების დასაგეგმად. თუ სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, 29 წლის მამაკაცს თავისუფლების სამუდამო ვადით აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG