ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილება ამერიკის კანონში


ცვლილება ამერიკის კანონში
ცვლილება ამერიკის კანონში

ამერიკის კანონში ცვლილება საარჩევნო კამპანიების დაფინანსების შესახებ უკვე მოქმედებს. ეს შეეხება ე.წ. სუპერპაკებს, რომლებიც იზიდავენ ათობით მილიონ დოლარს ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიისთვის. 2010 წელს უმაღლესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მდიდარე მოქალაქეებისგან შემდგარ სუპერკომიტეტებს უფლება მიეცათ მოიზიდონ და დახარჯონ განუსაზღვრელი რაოდენობით ფინანსური სახსრები პოლიტიკური კამპანიის წარმართვისთვის. გუშინ გვიან ღამით, აღნიშნულმა სუპერკომიტეტებმა დანახარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინეს. როგორც გაირკვა კანდიდატ მიტ რომნის მხრადამჭერმა კომიტეტმა საარჩევნო კამპანიისთვის გასული წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით 18 მილიონი დოლარი მოიძია. აქედან დაიხარჯა 17 მილიონი დოლარი. ხოლო საანგარიშო პერიოდისთვის ამ ჯგუფს ნაღდი ფულით ქონდა 24 მილიონი დოლარი.

XS
SM
MD
LG