ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში


ბირმის პრეზიდენტი თეინ სეინი აშშ-ს კონგრესის წარმომადგელებს შეხვდება

ბირმის პრეზიდენტი თეინ სეინი ვაშინგტონში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს და დღეს ის კონგრესის წარმომადგელებს შეხვდება.
ბირმელი ლიდერი, კერძოდ წამყვან სენატორებს მიჩ მაკონელსა და ჰარი რიდს შეხვდება. ორივე მათგანმა ბირმაში სამხედრო მმართველობის დასრულების შემდეგ, ამ ქვეყანასთან ამერიკის ურთიერთობის წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანა.
ორშაბათს, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბირმის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი თეინ სეინი 2011 წლის შემდეგ რადიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის შეაქო.
XS
SM
MD
LG