ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ბულგარეთში ვიზიტით ჩავიდა


ჰილარი კლინტონი ბულგარეთში ვიზიტით ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ბულგარეთში ვიზიტით ჩავიდა.

დღეს ქალბატონი კლინტონი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს და პრემიერ მინისტრ ბორის ბორისოვს შეხვდება.

სახელმწიფო მდივანი ასევე ისაუბრებს აღმოსავლეთ ევროპის ენერგო მომარაგების გაფართოებაზე, რაც ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ევროპა ენერგო მომარაგების ახალ საშუალებებს მოიძიებს, რეგიონი რუსეთზე ნავთობისა და გაზის მომარაგებით დამოკიდებული აღარ იქნება .

ჰილარი კლინტონის დღის წესრიგში ასევე შედის მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახლემწიფო მდივანი ბულგარეთში მიოუნჰენიდან ჩავიდა,სადაც იგი საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG