ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა ლიბიაში


აშშ და ბრიტანეთი ლიბიიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცის აპირებს

აშშ და ბრიტანეთი ტრიპოლიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცის აპირებს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის დაძაბულობას, რის გამოც ქალაქის ზოგიერთი უბანი ბლოკირებულია.

დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციას წინ უსწრებდა გასულ თვეს საფრანგეთის საელჩოზე თავდასხმა. აფეთქებას საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ორი ჟანდარმი შეეწირა. ერთობლივ განცხადებაში შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოუწოდეს ლიბიელებს თავი აერიდებინათ შეიარაღებული პროტესტისგან და ძალადობისგან ლიბიისთივს ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში.
XS
SM
MD
LG