ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში არალეგალურად შემოსულთა რაოდენობა შემცირდა


ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, მექსიკიდან ამერიკაში არაკანონიერად შემოსული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს, იანვრის თვეში 36 პროცენტით შემცირდა. ეს ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მონაცემია.

იანვარში საზღვარზე 23 767 ადამიანი დააკავეს. დეკემბერში დაკავებების რაოდენობა 37 ათასს აღემატებოდა.

შიდა უსაფრთხოების დეპატრამენტის მდივანი ჯენ ჯონსონი აცხადებს, რომ ეს იმედის მომცემი ტენდენცია გასულ ნოემბერს ამოქმედებული ახალი საემიგრაციო პოლიტიკის შედეგია.

XS
SM
MD
LG