ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯენერალ მოტორსის" ქარხნებში მუშაობა შეჩერდა


ავტო-მწარმოებელთა გაერთიანებული პროფკავშირის წევრებმა, ორშაბათს „ჯენერალ მოტორსის“ წინააღმდეგ გაფიცვა დაიწყეს. მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

ორშაბათისთვის მოლაპარაკებების განახლება იგეგმება, მაგრამ ავტომობილების და ავტონაწილების მწარმოებელი ქარხნები ცხრა შტატში დაკეტილი იქნება და დაახლოებით, 50 ათასი მუშა სამუშაო ადგილზე არ იქნება.

პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერი დიტესმა თქვა, რომ გაფიცვა უკიდურესი, მაგრამ აუცილებელი ღონისძიება იყო. პროფკავშირს უკეთესი ხელფასები და ჯანდაცვა, ასევე სამუშაო ადგილების დაცვა და მოგებაში მონაწილეობა სურს.

„ჯენერალ მოტორსმა“ განაცხადა, რომ შესთავაზა ხელფასის მომატება, მოგებაში მონაწილეობა და ჯანდაცვის კარგი პაკეტი. ასევე, საწარმოო ობიექტებში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რაც მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„ჯენერალ მოტორსის“ წინააღმდეგ ბოლო გაფიცვა 2007 წელს მოხდა.

„ფორდთან“ და „ფიატ კრაისლერთან“ არსებულ კონტრაქტებსაც ვადა უნდა გასვლოდა, მაგრამ ისინი გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივეს. „ჯენერალ მოტორსთან“ მიღწეული ნებისმიერი კონტრაქტი, სავარაუდოდ, სხვა კომპანიებთან მოლაპარაკების ნიმუშად იქცევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG