ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალური პროკურორი ზიმერმანის საქმეზე საუბრობს


ფლორიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების ქალაქებში საპროტესტო აქციები მოყვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00
ბმული

ამერიკის სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი წარმომადგენელი „რთულ და ემოციურ საკითხებზე“ დაინტერესებულ პირებს საზოგადოებრივი დისკუსიისკენ მოუწოდებს. მწვავე მსჯელობა გასულ წელს მომხდარ უიარაღო შავკანიანი თინეიჯერის მკვლელობის საქმეს მოყვა.

ფლორიდის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენიდან ორი დღის შემდეგ გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ორშაბათს ვაშინგტონში ისაუბრა. თინეიჯერი შავკანიანის, ტრევონ მარტინის მკვლელობის საქმეში, უბნის მოხალისე პოლიციელი ჯორჯ ზიმერმანი, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნო.

ჰოლდერმა განაცხადა, რომ ამერიკამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შანსი „რთული, თუმცა აუცილებელი დიალოგისთვის“, რომელიც რასისტული იდენტობის სტერეოტიპებს და ახალგაზრდობას ეხება.

ერიკ ჰოლდერი: ძალიან შეურიგებელნი ვართ ახალგაზრდობის მონაწილეობით ან ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან ბრძოლაში, რათა მომავალი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, მოვაგვაროთ ძირითადი დამოკიდებულებები, არამართებული შეხედულებები და სტერეოტიპები, რომელიც ხშირად საერთო საფუძველს წარმოადგენს ინციდენტებში.

ერიკ ჰოლდერი ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც მისი თქმით ახლა განიხილავს შეიძლება თუ არა ფედერალური სასამართლოს მიერ ზიმერმანის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდეს. სააგენტოებმა უნდა დაადგინონ, ზიმერმანი რომელიც ლათინური წარმოშობის ამერიკელია, მოქმედებდა თუ არა მსხვერპლთან რასისტული მოტივაციით, თუმცა რასისტული თემატიკა ფლორიდის სასამართლოში ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ჰოლდერს არ დაუსახელებია ვადა, თუ როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში კვირას და ორშაბათს საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირას მოსახლეობას სიმშვიდისკენ და წყნარი განსჯისკენ მოუწოდა, განაცხადა რა, რომ „ ჩვენ კანონების ერი ვართ, და სასამართლომ თავის გადაწყვეტილება მიიღო“.

17 წლის მარტინი ზიმერმანთან შეტაკების დროს დაიღუპა. მისი მკვლელობის გამო ბევრმა ამერიკელმა განაცხადა, რომ მარტინი მიზანში მისი კანის ფერის გამო ამოიღეს. ზიმერმანი კი აცხადებს, რომ მარტინის მხრიდან თავდასხმის დროს მან თავდამსხმელისგან თავდაცვის მიზნით გაისროლა.
XS
SM
MD
LG