ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იქნებიან თუ არა ჰომოსექსუალები ამერიკულ ჯარში?


იქნებიან თუ არა ჰომოსექსუალები ამერიკულ ჯარში?

თითქმის 20 წლიანი კანონი, რომელიც ჰომოსექსუალ ქალებს და მამაკაცებს ამერიკის ჯარში ღიად მსახურობას უკრძალავს, შესაძლოა ამერიკის სენატმა დღეს გააუქმოს.

უმრავლესობის ლიდერმა სენატში, ჰარი რეიდმა ეს საკითხი დასამტკიცებლად 725 მილიარდიან სამხედრო კანონპროექტს დაუმატა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, კანონი ე.წ. “არ კითხო, არ თქვა” გაუქმდება.

კანონის მიხედვით არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ჯარში იმ დრომდე შეუძლიათ მსახურობა, სანამ მათი სექსუალური ორიენტაცია არ გამოაშკარავდება.

1993 წელს კანონის მიღების შემდეგ, ამერიკის არმიიდან 13.000-მდე ადამიანი გაირიცხა.

XS
SM
MD
LG