ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარტყმა ალ-ყაიდაზე


ალ-ყაიდას ლიდერის მოადგილე ლიკვიდირებულია

ალ-ყაიდას ლიდერმა, აიმან ალ-ზავაჰირმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციის რანგით მეორე ლიდერი მოკლულია. ამის შესახებ თავად ზავაჰირი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს. ის ამბობს, რომ ივნისში ამერიკულმა უპილიტო საფრენმა აპარატმა მისი მოადგილე, აბუ იაჰია ალ-ლიბი მოკლა.

ოპერაცია პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში ჩატარდა. ალ-ლიბის ლიკვიდაცია, ასევე, დაადასტურეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა. მათი განცხადებით, ამ ოპერაციით ალ-ყაიდას ძლიერი დარტყმა მიაყენეს. ლიბიაში დაბადებული ალ-ლიბი პაკისტანში, ვაზირისტანის რეგიონიდან ალ-ყაიდას ყოველდღიურ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG