ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო იერიში "თალიბანზე" - ავღანეთში შეტაკებები გრძელდება


ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ავღანეთს ეტაპობრივად ტოვებს. თუმცა, ამავე დროს, "ამერიკის ხმასთან" საუბარში ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ამერიკელი სამხედროები "თალიბანის" წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ. ქვეყნის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეტაკებები გრძელდება.

პენტაგონი დაპირისპირების შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ ადგილზე ამერიკელ მეთაურებს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები აქვთ. პენტაგონის პრეს-სპიკერი განაგრძობს, რომ ამერიკელი სამხედროები ქვეყნის დატოვების პროცესის პარალელურად განაგრძობენ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას.

ამერიკის საჰაერო იერიშამდე ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და "თალიბანის" მებრძოლებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა. შეტაკებები გააქტიურდა ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საბრძოლო ქმედებების გამო ადგილობრივები საცხოვრებელ ადგილებს სასწრაფოდ ტოვებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG