ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამერიკის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის პრივატიზებას გეგმავს


დონალდ ტრამპმა ორშაბათს აშშ-ს საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის პრივატიზების შესახებ ისაუბრა და შესაბამისი წინადადება წარადგინა.

ამ ეტაპზე, საგარეო მოძრაობის სისტემა ამერიკის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ნაწილია. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მრჩევლის ჰარი კონის თქმით, პრივატიზაცია შეამცირებს მოგზაურობის დროსა და საწვავის ფასს. ტრამპის ინიციატივა მისი საარჩევნო დაპირების შესრულების მცდელობაა. მან წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ ის ქვეყნის ინფრასტრუქტურის განსაახლებლად ერთ ტრილიონიან პროგრამას წამოიწყებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG