ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი გლობალური ტერორიზმის შესახებ


ანგარიშში სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან ერთად საქართველოც მოხვდა

შეერთებულმა შტატებმა გლობალური ტერორიზმის შესახებ ახალი მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის მოხსენიებული. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონთან თანამშრომლობას განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამ რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რუსეთთან საზღვრის დაცვის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა," - ნათქვამია დოკუმენტში.
მოხსენებაში ასევე აღწერილი 2012 წელს საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტები. კერძოდ, 13 თებერვალს, თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ნაპოვნი დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ასევე დოკუმენტში ნახსენებია აგვისტოში ლაფანყურეში ჩეჩენი შეიარაღებული პირების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია. "საქართველოს მთავრობამ ეს შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ მიიჩნია, თუმცა, ნოემბერში, ქვეყნის ახალარჩეულმა მთავრობამ მომხდარის გამოძიება ხელახლა წამოიწყო," - ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია ამერიკის, ევროპის ქვეყნების და რეგიონალური ძალების ანტიტერორისტული მოქმედებები აფრიკის კონტინენტზე, სადაც ტერორიზმის დასამარცხებლად მრავალი აქტიური ნაბიჯი გადაიდგა.
XS
SM
MD
LG