ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გატაცებული ამერიკელი ექიმი გამოიხსნეს


ექიმი ოთხშაბათს ქაბულის პროვინციის სარობის ოლქიდან გაიტაცეს

ამერიკულმა და ავღანურმა სამხედრო კოალიციამ თალიბანის მიერ გატაცებული ამერიკელი ექიმი გამოიხსნეს. ექიმი დილიპ ჯოსეფის გათავისუფლების ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია მისი შესაძლო დაჭრის ან მოკვლის შესახებ.
ექიმი ოთხშაბათს ქაბულის პროვინციის სარობის ოლქიდან გაიტაცეს. ავღანეთში აშშ-ის ჯარების მეთაურის გენერალ ჯონ ალენის განცხადებით, ოპერაცია დაიგეგმა, და წარმატებულად განხორციელდა ამერიკელი და ავღანელი სამხედროების მიერ.

XS
SM
MD
LG